კარლო გოდოლაძემ ევროპული აკადემიის (EURAC) სასწავლო გრანტი მოიპოვა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარმა, კარლო გოდოლაძემ, ევროპული აკადემიის (EURAC) ფედერალიზმისა და რეგიონალიზმის კვლევების ინსტიტუტისა და ინსბრუკის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და სოციოლოგიის სკოლის ერთობლივი პროექტის, „ზამთრის სკოლა ფედერალიზმსა და მმართველობაზე – კონფლიქტი და თანამშრომლობა ფედერალურ სისტემებში“ სასწავლო გრანტი მოიპოვა.
2016 წლის თებერვალში იგი გაემგზავრება ავსტრიასა (ქ. ინსბრუკი) და იტალიაში (ქ. ბოლზანო), სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ულოცავს კარლოს და უსურვებს წარმატებულ სამეცნიერო ვოიაჟს.
იხ.: Winter School 2016