ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ
2015 წლის 5 ივნისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ვერ გამოიტანა ვერდიქტი გიორგი ოქროპირიძის საქმესთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც საზოგადოებაში აქტუალურ განსახილველ საკითხად იქცა ამ ინსტიტუტის მნიშვნელობა და ეფექტურად ფუნქციონირება საქართველოში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრმა მოამზადა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ კვლევა, რომელშიც მოკლედაა მიმოხილული საქართველოში ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით არსებული ისტორიული და ამჟამინდელი მდგომარეობა, ასევე ის მიზეზები, თუ რა იწვევს ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებაუუნარობას (hung jury).
.
კვლევა მოამზადა კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარმა – გიორგი მუმლაძემ.
.
კვლევა იხილეთ აქ : ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ