პერსონალური მონაცემები – საგანმანათლებლო თამაში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ერთობლივი ინიციატივით, ხორციელდება საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ინფორმაციის პოპულარიზება ფართო საზოგადოებაში.
პროექტის ფარგლებში, მომზადდება საგანმანათლებლო-ინტერაქტიული პროგრამები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის მიზნით, იწვევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ნებისმიერი კურსის დაინტერესებულ სტუდენტს.
პროექტი გაგრძელდება მიმდინარე წლის მაისის თვის ჩათვლით.
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით 25 თებერვლამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conlaw@iliauni.edu.ge