კონსტიტუციური კონტროლი: კონფლიქტი დემოკრატიის პრინციპებთან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის სალექციო პროგრამის ფარგლებში – “კონსტიტუცია და დემოკრატია”, ჩატარდა პირველი ლექცია თემაზე: “კონსტიტუციური კონტროლი: კონფლიქტი დემოკრატიის პრინციპებთან”.
შეხვედრა გახსნეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა – გიორგი თუმანიშვილმა და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორმა – გიორგი მელაძემ.
ლექცია წაიკითხა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მოსამართლემ – ქეთევან ერემაძემ. სალექციო კურსის მეორე ნაწილი დიალოგის ფარგლებში წარიმართა და მოსამართლემ მონაწილეებს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე უპასუხა.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ქალბატონ ქეთევან ერემაძეს დიდ მადლობას უხდის სტუმრობისთვის და სალექციო პროგრამის ფარგლებში, კვლავაც განაგრძობს საინტერესო სტუმრებთან შეხვედრების ორგანიზებას, რათა მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, პირადად გაეცნონ ცნობილ იურისტებსა და პოლიტოლოგებს – უშუალოდ გადაწყვეტილებების მიმღებს პირებს და გაიღრმავონ ცოდნა კონსტიტუციონალიზმის სფეროში.
ლექციის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეომასალა: http://www.youtube.com/watch?v=VOP3xRXweRE&feature=youtu.be