კონსტიტუცია და დემოკრატიული ტრანზიცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის სალექციო პროგრამის ფარგლებში – “კონსტიტუცია და დემოკრატია”, ჩატარდა მეორე ლექცია თემაზე: “კონსტიტუცია და დემოკრატიული ტრანზიცია”.
ლექცია წაიკითხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა – დავით აფრასიძემ.
შეხვედრის მოდერატორი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი – გიორგი მელაძე.
ლექციის მსვლელობის პირველ ნაწილში, ბატონმა დავითმა ისაუბრა დემოკრატიულ ტრანზიციაზე და კონსტიტუციის ადგილსა და მნიშვნელობაზე ტრანზიციის პროცესში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებასა და საქართველოს კონსტიტუციურ რეფორმაზე. ლექციის მეორე ნაწილის მიმდინარეობისას კი, სპიკერმა მონაწილეებს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე უპასუხა.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ბატონ დავით აფრასიძეს დიდ მადლობას უხდის სტუმრობისთვის და სალექციო პროგრამის ფარგლებში, კვლავაც განაგრძობს საინტერესო სტუმრებთან შეხვედრების ორგანიზებას, რათა მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, პირადად გაეცნონ ცნობილ იურისტებსა და პოლიტოლოგებს – უშუალოდ გადაწყვეტილებების მიმღებს პირებს და გაიღრმავონ ცოდნა კონსტიტუციონალიზმის სფეროში.
ლექციის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეომასალა: http://www.youtube.com/watch?v=F3-WEi0Pi2E