კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

iliaunii

სალექციო კურსი: “კონსტიტუცია და დემოკრატია”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, დაინტერესებული სტუდენტებისთვის, აცხადებს მიღებას სალექციო კურსზე:

“კონსტიტუცია და დემოკრატია”

სალექციო კურსის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ ცნობილ იურისტებსა და პოლიტოლოგებს და გაიღრმავონ ცოდნა კონსტიტუციონალიზმის სფეროში.

სალექციო კურსი შეეხება შემდეგ თემებს: 

1. კონსტიტუციის მნიშვნელობა დემოკრატიის განვითარებისთვის

2. კონსტიტუცია და დემოკრატიული კონსოლიდაცია

3. კონსტიტუცია და დემოკრატიული ტრანზიცია

4. ხელისუფლების დანაწილება და დემოკრატია

5. პოლიტიკური პარტიები, დემოკრატია და კონსტიტუცია

6. კონსტიტუციური კონტროლი: კონფლიქტი დემოკრატიის პრინციპებთან

სალექციო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

პროგრამაში მონაწილეთა შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, თუმცა, ასევე, განვიხილავთ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისგან წარმოდგენილ განაცხადებს.

სულ შეირჩევა 30 მონაწილე.

პროცედურული საკითხები:

  • პროგრამის ხანგრძლივობა:  6  კვირა
  • ყოველ კვირას გაიმართება ერთი ლექცია.  ხანგრძლივობა:  1.5 სთ
  • პროგრამის დაწყების თარიღი:  29  ნოემბერი
  • ლექციების ჩატარების დრო:  18:30 სთ
  • ლექციების ჩატარების ადგილი:  წინასწარ ეცნობებათ მონაწილეებს
  • სწავლების ენა:  ქართული

სალექციო პროგრამის დამთავრების შემდეგ გაიცემა კონსტიტუციური კვლევების ცენტრის სერთიფიკატი.

სალექციო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ:

სალექციო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გაიარონ შერჩევითი ეტაპი, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში გაწევრიანდებიან სალექციო ჯგუფში.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (300-დან 500 სიტყვამდე),  შემდეგ მისამართზე:   info@conlaw.iliauni.edu.ge

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა  20  ნოემბერი.

                                                                                                                                                                                                        ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

კონსტიტუციური კვლევების ცენტრი,

მისამართი:  თბილისი 0162, საქართველო,

 ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5,

საკონტაქტო პირი:  ნინო ჭელიძე, დირექტორის ასისტენტი.