კონსტიტუციის მნიშვნელობა დემოკრატიის განვითარებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის სალექციო პროგრამის ფარგლებში – “კონსტიტუცია და დემოკრატია”, ჩატარდა მესამე ლექცია თემაზე:
“კონსტიტუციის მნიშვნელობა დემოკრატიის განვითარებისთვის”.
ლექცია წაიკითხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა – გია ნოდიამ. შეხვედრის მოდერატორი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი – გიორგი მელაძე.
ლექციის მსვლელობის პირველ ნაწილში, ბატონმა გიამ ისაუბრა კონსტიტუციის არსზე და დანიშნულებაზე სახელმწიფოთათავის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უზენაეს კანონს დემოკრატიული რეჟიმის არსებობისა და განვითარებისთვის. ლექციის მეორე ნაწილში კი მომხსენებელმა მონაწილეთათვის საინტერესო შეკითხვებს გასცა პასუხი.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ბატონ გია ნოდიას დიდ მადლობას უხდის სტუმრობისთვის და სალექციო პროგრამის ფარგლებში, კვლავაც განაგრძობს საინტერესო სტუმრებთან შეხვედრების ორგანიზებას, რათა მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, პირადად გაეცნონ ცნობილ იურისტებსა და პოლიტოლოგებს – უშუალოდ გადაწყვეტილებების მიმღებს პირებს და გაიღრმავონ ცოდნა კონსტიტუციონალიზმის სფეროში.
ლექციის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეო მასალა: http://www.youtube.com/watch?v=0JVvLwxaZqU