ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია
2015 წლის 1 – 5 მარტს, მალტის რესპუბლიკის დედაქალაქ ვალეტაში, გაიმართა ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია.
აკადემიურ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი – კარლო გოდოლაძე.
კარლო გოდოლაძის მოხსენება ფოკუსირებული იყო თანამედროვე გლობალური კონსტიტუციონალიზმის ისეთ მნიშვნელოვან ტენდენციაზე, როგორიც კონსტიტუციური თეოკრატიაა (დეფინირებულია, როგორც თვისობრივად კონსტიტუციური და თეოკრატიული ნარატივის სინთეზი). განხილულ იქნა საქართველოს ნიმუში, პარადიგმა კონსტიტუციური თეოკრატიის პრიზმის ქვეშ.
დისკუსიის შემდგომ, უცხოელი მკვლევარები და თეორეტიკოსები, ძირითადად, დაინტერესდნენ იმ ნორმატიული და პრაქტიკული არგუმენტებით, რის საფუძველზეც კვლევის ავტორი ქართულ სისტემას კონსტიტუციურ თეოკრატიად განიხილავს. პანელის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ ყველა გამოთქმული შენიშვნა და არგუმენტი, შემდგომში, გათვალისწინებულ იქნება კვლევის საბოლოო შინაარსის კონსტრუირებისას.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, მომავალში, კვლავაც გააგრძელებს საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებზე თანამიმდევრულ პრეზენტირებას.