პროგრამა – კონსტიტუცია და დემოკრატია (სამართალი სკოლაში)
კონსტიტუცია და დემოკრატია
(სამართალი სკოლაში)
2015 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ცხადდება მიღება პროგრამის მომდევნო ეტაპზე:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი იწვევს სამართლის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს პროგრამაში – “კონსტიტუცია და დემოკრატია (სამართალი სკოლაში)” მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის მიზანია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შეიქმნას სასწავლო პროგრამა „კონსტიტუცია და დემოკრატია“ – როგორც სამოქალაქო განათლების კომპონენტი;
პროგრამაში მონაწილე სტუდენტები, სამართლის სკოლის თანამშრომლებთან, პროფესორებთან და მასწავლებლებთან ერთად, შექმნიან საგაკვეთილო მასალას, დაამუშავებენ მეთოდიკას და მოამზადებენ საკითხავ ლიტერატურას, ხოლო პროგრამის მომდევნო ეტაპზე სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ გაკვეთილების პილოტირების პროცესში.
პროგრამა წარმატებით განხორციელდა 2014-15 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში; მონაწილე სტუდენტებმა დაამუშავეს 5 თემა:
1.კონსტიტუციის შესახებ; 2.დემოკრატიის არსი; 3.ადამიანის უფლებები; 4.პოლიტიკური პარტიები; 5.არჩევნები და დემოკრატია.
აღნიშნულ თემებზე მომზადდა საგაკვეთილო გეგმა, მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელო.
პროგრამა ცენტრის მიმდინარე აქტივობაა; ყოველ სემესტრში დაგეგმილია ახალი საგაკვეთილო პროგრამების მომზადება და პარალელურად, პარტნიორი სკოლების მოძიება, სადაც მოხდება პროგრამის პილოტირება.
2015 წლის 13 თებერვალს გაიმართა პროგრამის შემაჯამებელი საღამო და მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. იხ.: ლინკი: https://conlaw.iliauni.edu.ge/?p=1958#more
სტუდენტების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ების გადარჩევის საშუალებით, ხოლო მეორე ეტაპი ჩატარდება გასაუბრების სახით;
სულ შეირჩევა 10 მონაწილე.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მეილზე: nino.chelidze.1@iliauni.edu.ge
CV-ის მიღების ბოლო ვადა: 2015 წლის 27 მარტი.
გასაუბრების ჩატარების თარიღი: 2015 წლის 1 აპრილი.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სერტიფიკატებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,
სამართლის სკოლა,
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი,
მისამართი: თბილისი 0162, საქართველო,
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი №3/5, ოთახი № F 106