კარლო გოდოლაძე – საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში – პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები
მეოცე საუკუნის მიწურულს, კიდევ ერთხელ დაბადებულ (სათავედ ვგულისხმობთ საქართველოს 1918-1921 წლების დემოკრატიულ რესპუბლიკას) ახალფეხადგმულ საქართველოს სახელმწიფოს ერთი ფრიად „ორიგინალური“ მახასიათებელი დაჰყვა-ქვეყნის უზენაესი კანონის, სამართლებრივი აქტის პერმანენტული და პრაქტიკულად მოუთოკავი ცვლილება. თვალსაჩინოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის შექმნის დღიდან, 1995 წლის 24 აგვისტოდან, დოკუმენტში ერთმანეთის მიყოლებით შედიოდა ცვლილება-დამატებანი და უმთავრესი კანონის დღევანდელ ვერსიას, დიდწილად აღარაფერი აქვს საერთო თავდაპირველ ტექსტთან. ეს მაშინ, როცა აღნიშნული სამართლებრივი აქტი, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვიდმეტი წელია რაც ფუნქციონირებს.
წინამდებარე სტატიაში განხილული იქნება საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების უმთავრესი პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები. გაანალიზებული და წარმოჩენილი იქნება ის ფაქტორები, რომელთაც ძირითადი, არსებითი გავლენა ოახდინეს ცვლილებათა არსსა და შინაარსობრივ მხარეზე… Godoladze