გიორგი მელაძე – Lautsi v Italy (ლუცი იტალიის წინააღმდეგ)
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ისტერიით შეხვდა იტალიის პოლიტიკური სპექტრი: “სიკვდილით უნდა დაისაჯოს ის ქალიც (ლუცი) და ყველა სხვაც, ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო” – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა. სპეციალური მიმართვა შეიმუშავეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმაც. გარდა რადიკალი მემარცხენეებისა, ყველა შეუერთდა მიმართვას. მათ სპეციალური რეზოლუციით მიმართეს მთავრობას, მოეთხოვა სუბსიდიურობის პრინციპის დაცვა. რადიკალი მემარცხენე პარტიების გარდა იტალიაში ყველა პოლიტიკურმა ძალამ დაგმო ევროპული სასამართლოს 2009 წლის 3 ნოემბერს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება ლუცი იტალიის წინააღმდეგ.
«უპრეცედენტოდ» წოდებულ საქმეში სასამართლომ კონვენციასთან შეუსაბამოდ ცნო იტალიის სკოლებში, საკლასო ოთახებში ჯვრის გამოფენა კედლებზე, რამაც მძაფრი რეაქცია გამოიწვია იტალიაში და სხვა კათოლიკური ტრადიციების დამცველ სახელმწიფოებში… meladze