“რელიგიური თემების აღიარების“ სტანდარტები – ODIHR
ODIHR და ვენეციის კომისია ერთობლივად მუშაობენ „რელიგიური თემების აღიარების“ სტანდარტების დადგენაზე.
დოკუმენტის მიზანია რელიგიური თემების რეგისტრაციის საკითხის შესახებ მკაფიო და ნათელი კრიტერიუმების ჩამოყალიბება.
აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას, საერთაშორისო რეგულაციებსა და სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკას.
სტანდარტების შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრმაც. ცენტრის თანამშრომლებმა მოამზადეს საქართველოს შესახებ პრაქტიკის მიმოხილვა და სამუშაო ჯგუფს წარუდგინეს საკუთარი მოსაზრებები, დოკუმენტის სამუშო ვერსიასთან დაკავშირებით.