იმიტირებული განხილვა – როგორ დავიცვათ პროფესიული ეთიკა
16 ივნისს, 11:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა, სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მხარდაჭერით, A 409 აუდიტორიაში გამართეს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ეთიკის კომისიის იმიტირებული განხილვა.
ამგვარი პროცესი პირველად გაიმართა, რითაც პროფესიული ეთიკით დაინტერესებულ სტუდენტებს კარგი შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ეთიკის კოდექსსა და საქმის განხილვის პროცესს.
„ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს ადვოკატთა პროფესიულ ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესებს.
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მიზანია საზოგადოების წინაშე დაკისრებული პროფესიული და ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე განსაზღვროს პროფესიული ეთიკის ნორმების შესაბამისი ქცევის წესები და დაამკვიდროს ადვოკატის ვალდებულება შეინარჩუნოს პროფესიული ღირსება, პატივი სცეს თავის საქმიანობას და იზრუნოს ადვოკატის პროფესიისადმი მაღალი ნდობის მოპოვებისთვის“.