კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

18209056_1507071696034964_6930579689176485593_o

გიორგი მუმლაძის საჯარო ლექცია თემაზე – “ადამიანის უფლებები და ჩვენი კონსტიტუცია”

მიმდინარე წლის 1-ლ მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული თბილისის ახალგაზრდულ ცენტრის ორგანიზებით, სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარმა გიორგი მუმლაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე – “ადამიანის უფლებები და ჩვენი კონსტიტუცია”.     

აღნიშნული ლექცია გაიმართა პროექტის – „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA)“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG), ფონდთან ALPE და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.