კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

Untitled collage

დისკუსია თემაზე: „პიროვნული უსაფრთხოება, სოციო-ეკონომიკური განვითარება საქართველოში“

მიმდინარე წლის 23 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა დისკუსია თემაზე: „პიროვნული უსაფრთხოება, სოციო-ეკონომიკური განვითარება საქართველოში“.

დისკუსიაში მონაწილეობდენ:

არჩილ ყარაულაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის მინისტრის პირველი მოადგილე
თორნიკე ნოზაძე – ამავე სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
გიორგი ქადაგიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
კობა თურმანიძე – კავკასიის კვლევებისა და რესურსების ცენტრი

მოდერატორი: გიორგი მელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ღონისძიება გაიმართა ევროპის კოლეჯის ყოველწლიური სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, სადაც ევროპის კოლეჯის 65 სტუდენტი საქართველოში არსებულ პოლიტიკურსა და ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე – მიმდინარე რეფორმებს ეცნობა.