დისკუსია თემაზე: „კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ“
12 თებერვალს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით, ქ. გორში, გაიმართა დისკუსია თემაზე: „კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ“.
დისკუსია ჩატარდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, გორის საინფორმაციო ცენტრის, ოფისში .
შეხვედრაზე მომხსენებლებმა (გია ნოდია – მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე; გიორგი მელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი) ისაუბრეს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის შესახებ, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ურთიერთმიმართებაზე.
დისკუსიას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები.
შეხვედრა გიმართა პროექტის „რელიგია, სახელმწიფო და საზოგადოება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „ეროვნული შემოწირულობა დემოკრატიისთვის“ ფინანსური მხარდაჭერით.
შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო-სიუჟეტი: http://www.trialeti.ge/?menuid=2&lang=1&id=4237
http://www.cipdd.org/index.php?Cat=HeaD_FuLL&ID=468&LanG=