კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

965889_558618697626917_4834493225995363242_o 1 4

“სტუდენტური ოლიმპიადა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში” – დაჯილდოების ცერემონია

25 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ “სტუდენტური ოლიმპიადა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში” – დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ოლიმპიადა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, მასში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

მონაწილე 38 გუნდიდან 12 გუნდის წევრებს ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.

I ადგილზე გასული გუნდის სამივე მონაწილეს: მარიამ ლობჟანიძეს, მარიამ ჯიქიასა და ალი ისმაილოვს პლანშეტური კომპიუტერები, ხოლო II ადგილზე გასულ სამივე ფინალისტს: ერეკლე მაისურაძეს, ნიკა გუგეშაშვილსა და ვახტანგ მურღულიას წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 100 ლარის ღირებულების წიგნის ვაუჩერები გადაეცათ.  ასევე, გამოვლინდა პროგრამის 8 გამორჩეული მონაწილე.

კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მადლობას უხდის ოლიმპიადის ყველა მონაწილეს და წარმატებებს უსურვებს მათ.

1933127_558619134293540_8776897531813685823_o

12377533_558618970960223_1124807701919229045_o

1040891_558619087626878_4324167514504923577_o

12401895_558620127626774_5159384528221062302_o