ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრი სტუდენტებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მიმდინარე 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ორგანიზებას უწევს “ჭავჭავაძის პროფესიული ეთიკისა და ადვოკატირების შეჯიბრს“, რაც მიზნად ისახავს იურისტებისთვის პროფესული ეთიკის სწავლების პოპულარიზებას საქართველოში; შეჯიბრი შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, გამოიკვლიონ ეთიკის სტანდარტები, შეაფასონ კონფლიქტური სიტუაციები და მოძებნონ პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტის გზები.
- შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს სამკაციან (ერთი უნივერსიტეტიდან) გუნდებად (მონაწილე არ უნდა იყოს მოქმედი ადვოკატი);
- I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა თასი, გუნდის თითოეულ წევრს – ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსის” 60 ლარიანი ვაუჩერი, ხოლო II, III და IV ადგილზე გასულ გუნდის წევრებს – სიმბოლური საჩუქრები;
- გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ 2018 წლის 20 მარტის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conlaw@iliauni.edu.ge
შეჯიბრის სამართლიანად წარმართვას უზრუნველყოფენ მოწვეული პროფესორები და იურისტები, რომლებიც შეაფასებენ ნამუშევრებს და მონაწილეების კომპეტენციას, წინასწარ გაწერილი და გამოქვეყნებული წესების მიხედვით.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებული ბმული: