სტუდენტური ოლიმპიადა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში – ფინალი
დასრულდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ორგანიზებული “სტუდენტური ოლიმპიადა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში”, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
ოლიმპიადის ფინალი 25 იანვარს გაიმართა.
ფინალური ეტაპის იმიტირებულ პროცესს უძღვებოდა ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე – კონსტანტინე ვარძელაშვილი.
შედეგად, ორი დაპირისპირებული გუნდიდან, მოპასუხე გუნდმა გაიმარჯვა, შემდეგი სტუდენტების შემადგენლობით:
მარიამ ჯიქია, ნიკოლოზ ოდიკაძე, ქეთევან გორგასლიძე
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მადლობას უხდის პროგრამის ყველა მონაწილეს და წარმატებებს უსურვებს მათ.
ცენტრი მომავალშიც აპირებს აღნიშნული პროგრამის განხორციელებას და მოუწოდებს სტუდენტებს, მიიღონ მასში მონაწილეობა.