კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

Untitled

„საქართველოს პირველი რესპუბლიკა – დაკარგული დამოუკიდებლობა“

29 მაისს,  პარასკევს,  12:00 საათზე   კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მართავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  –  „საქართველოს პირველი რესპუბლიკა  –  დაკარგული დამოუკიდებლობა“. 

პირველი პანელი დაეთმობა სამართლის სკოლის სტუდენტებს, რომლებიც ისაუბრებენ  პირველი რესპუბლიკის მთავრობის ფორმირებაზე, სასამართლო რეფორმაზე, საკანონმდებლო ცვლილებებზე, 1920 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებაზე.   მომხსენებლები:  მარიამ გაბუნია, თორნიკე გვარამია, მარი მკერვალიშვილი, ანა საჯაია, გიორგი გოგოხია, ანი უგრეხელიძე, ვაკო ძერია;

ღონისძიების მეორე პანელის ფარგლებში, საქართველოს პირველი რესპუბლიკისა და მისი შემდგომი საბჭოთა ოკუპაციის შესახებ, მოხსენებებს გააკეთებენ უნივერსიტეტის პედაგოგები და მკვლევარები:  მერაბ ბასილაია, გიორგი მუმლაძე და ირაკლი ხვადაგიანი.

დრო: 29 მაისი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“.   (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება  თავისუფალია.