საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა – ნომერი 4
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განმარტება და გამოყენება განისაზღვრება იმ ფაქტით, რომ, ერთი მხრივ, იგი საერთაშორისო ხელშეკრულებაა და, შესაბამისად, ექვემდებარება ხელშეკრულებათა განმარტების კლასიკურ საერთაშორისო წესებს და, მეორე მხრივ, იგი სპეციალური ხასიათის ხელშეკრულებაა. ამიტომ კლასიკური საერთაშორისო წესები ხშირად ადგილს უთმობენ ევროპული კონვენციისთვის ორგანულად დამახასიათებელი განმარტებისა და შეფარდების წესებს და მეთოდებს. ქვემოთ მოცემულ თავებში განხილულია განმარტების (1-9) და შეფარდების (10-11) პრინციპები. ამ წესთაგან ზოგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების მიერ კონვენციის სტანდარტების გამოყენებისას . . . j-geo-IV