საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა – ნომერი 3
დღეს, ისე როგორც არასდროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ჩვენი საერთო მემკვიდრეობაა (“patrimoine”) და მისი დებულებების დაცვის თვალსაზრისით, ერთობლივი პასუხისმგებლობა გვაკისრია ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე. როგორც 1950 წელს რენე კასინმა აღნიშნა, კონვენციით გათვალისწინებული უფლებები მშვიდობის თესლია. ისინი ასევე “მომავლის მშენებლობისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ხიდებია”, როგორც 1998 წლის 3 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ახალი სასამართლოს საზეიმო გახსნის ცერემონიაზე მისმა თავმჯდომარემ განაცხადა. დღეს კონვენციის ხელმოწერა ევროპის საბჭოში გაწევრიანების წინა პირობაა, ევროპის საბჭოში, რომელიც 1949 წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა და ამჟამად კარი გაუღო გაფართოებულ ევროპას ვლადივოსტოკიდან კოიმბრამდე, ევროპის საბჭოში, რომელსაც სწამს, რომ აუცილებელია “პლურალიზმის, ტოლერანტობისა და ლიბერალიზმის პრინციპების” გაძლიერება და განმტკიცება, “ვინაიდან მათ გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება”. . . J-Geo