კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

საჯარო ლექცია: „ტერორიზმი და გამოხატვის თავისუფლების ფარგლები“

31 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, აუდიტორია A 101-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე:  „ტერორიზმი და გამოხატვის თავისუფლების ფარგლები“. 

შეხვედრის ფარგლებში, სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარებმა, გიორგი მუმლაძემ და გიორგი ნონიაშვილმა ისაუბრეს შემდეგი თემების ირგვლივ:

  • გიორგი მუმლაძე – საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვა.
  • გიორგი ნონიაშვილი – ევროსასამართლოს სტანდარტები, მე-17 მუხლის გამოყენების პრაქტიკა.