საერთაშორისო სემინარი IMED 2015
25 სექტემბერს მედიის განვითარების ფონდის ორგანიზებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით საერთაშორისო სემინარი “IMED 2015” გაიმართა.
სიტყვის თავისუფლების ეთიკაზე მსჯელობას ორი პანელი მიეძღვნა; შარლ ებდოს მკვლელობისა და თვითცენზურის საკითხზე დისკუსიაში მონაწილეობას BBC-ის კორესპონდენტი – ნატალია ანთელავა, თეოლოგი – ბექა მინდიაშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების დირექტორი – გიორგი მელაძე იღებდნენ.
გამომსვლელებმა მიმოიხილეს BBC-ის რეგულაციები თითცენზურის პრობლემებთან დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა საზოგადოებებსა და კულტურებში თვითცენზურის განსხვავებული პრაქტიკა, მათ შორის რელიგიური გრძნობებით განპირობებული თვითშეზღუდვები და გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი გარანტიები.
მედია ეთიკის საერთაშორისო დღე “IMED 2015” მედია ეთიკის საერთაშორისო ცენტრის მიერ CIME მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 22-30 სექტემბრის პერიოდში იმართება. საერთაშორისო მედია ეთიკის ცენტრის – CIME პარტნიორი საქართველოში მედიის განვითარების ფონდია.
“IMED 2014”-ის ფორმატში პირველად საერთაშორისო სემინარი 2014 წლის 19 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან პარტნიორობით გაიმართა.