რეგიონალური კონფერენცია: “კონსტიტუციის შექმნის პროცესი – გამოწვევები”
12 ივნისს, პარასკევს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და კონსტიტუციური კვლევების ცენტრი გამართავს რეგიონალურ კონფერენციას თემაზე – “კონსტიტუციის შექმნის პროცესი – გამოწვევები”, რომელიც მიეძღვნება საქართველოს კონსტიტუციის 20 წლის იუბილეს.
კონფერენციის თემაა საკონსტიტუციო შემოქმედების ისეთი საკითხები, როგორებიცაა კონსტიტუციის გადასინჯვა და ლეგიტიმაცია.
კონფერენციაში, მოხსენებებით წარსდგებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, სტამბოლის უნივერსიტეტის, კადირ ჰას უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები.
კონფერენციაზე განხილული იქნება თურქეთისა და საქართველოს კონსტიტუციური გამოცდილება და დღეს არსებული საკონსტიტუციო პრობლემატიკა, გაანალიზდება წარსულის გაკვეთილები და ფოკუსირება მოხდება სამომავლო პერსპექტივებზე.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
დრო: 12 ივნისი, 10:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ.: №32)
დასწრება თავისუფალია.
იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები:
კონფერენციის დღის განრიგი. PDF
რეგიონალური კონფერენცია, პრეს-რელიზი. PDF