ქართული სამართლის ძეგლების ციფრულ ფორმატში გადაყვანის პროგრამა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე მეორე წელია, სამართლის სკოლის სტუდენტებთან ერთად უზრუნველყოფს ქართული სამართლის ისტორიის ცნობილი მკვლევრისა და მეცნიერის, ისიდორე დოლიძის შრომების –„ქართული სამართლის ძეგლები” ციფრულ ფორმატში გადატანას.
აღნიშნული მასალა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ქართული სამართლის ძეგლებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ.
ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია ჩაერთოს პროექტში და საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში, რითაც მკვლევარებისთვის და ფართო საზოგადოებსითვის, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, ხელმისაწვდომი გახდება სამართლის ძეგლები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
პროგრამის ხელძღვანელია კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი – გიორგი მუმლაძე.
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conlaw@iliauni.edu.ge, nino.chelidze.1@iliauni.edu.ge ან ჩვენს FB გვერდზე: https://www.facebook.com/conlawiliauni/
იხ.: კონსტიტუციური კვლევების ცენტრის 2013-14 წლის ანგარიში: https://conlaw.iliauni.edu.ge/ilias-sakhelmtsipho-univers/