სტაჟირება კონსტიტუციური კვლევების ცენტრში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი აცხადებს 1 თვიან არაანაზღაურებად სტაჟირებას სამართლის კომპლექსური კვლევის პროექტზე სამუშაოდ.
პროექტის სახელწოდებაა “საქართველოს კანონმდებლობის მოკლე გზამკვლევი”.
სტაჟირება ცხადდება საჯარო და კერძო სამართლის მიმართულებებით დაინტერესებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მე-3, მე-4 კურსისა და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტთათვის, რომელთაც გააჩნიათ მაღალი აკადემიური მოსწრება და კარგად ფლობენ ინგლისურ ენას.
სულ სტაჟირებას გაივლის 4 სტუდენტი, რომლებიც, პროექტის ფარგლებში, კანონმდებლობის კვლევაზე უშუალოდ ცენტრის დირექტორ – გიორგი მელაძესთან ერთად იმუშავებენ.
დაინტერესებულ სტუდენტებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდით კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ელექტრონულ მისამართზე conlaw@iliauni.edu.ge და გამოგვიგზავნოთ თქვენი სწავლების მანძილზე სავალდებულო კურსებისა და ასევე ინგლისური ენის კურსების შეფასებები ქულობრივად, ასევე, არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
მომართვის ბოლო ვადაა 2018 წლის 5 ოქტომბერი.
გისურვებთ წარმატებებს!