სამართალი სკოლაში
კონსტიტუციის შესახებ ცოდნის გავრცელება ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. პროგრამა „სამართალი სკოლაში“ მიზნად ისახავს საჯარო სკოლებში კონსტიტუციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროგრამის – „კონსტიტუცისა და დემოკრატიის“, როგორც სამოქალაქო განათლების კომპონენტის შექმნას:
- იურიდიული ლიტერატურის შექმნას, რომელიც გახდება როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის დამხმარე მასალა;
- თბილისსა და თბილისს გარეთ, რეგიონების საჯარო სკოლებში კონსტიტუციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას;
- შეძენილი გამოცდილების შედეგად, სპეციალური სახელმძღვანელოს შექმნას, რომელიც იქნება არსებული სამოქალაქო განათლების წიგნების ალტერნატივა;
პროგრამა ცენტრის მიმდინარე აქტივობაა; ყოველ სემესტრში დაგეგმილია ახალი საგაკვეთილო პროგრამების მომზადება და პარტნიორი სკოლების მოძიება პროგრამის პილოტირებისთვის.
იხ.: პროგრამის ფარგლებში მომზადებული საგაკვეთილო მასალები:
გაკვეთილი 1 – ადამიანის უფლებათა ისტორია
გაკვეთილი 3 – დემოკრატიის არსი
გაკვეთილი 4 – კონსტიტუციის შესახებ 1
გაკვეთილი 4 – კონსტიტუციის შესახებ 2, მასწავლებლის სახელმძღვანელო
გაკვეთილი 5 – პოლიტიკური პარტიები
გაკვეთილი 6 – კონსტიტუცია და უმცირესობები
გაკვეთილი 7 – რელიგია და სახელმწიფო
გაკვეთილი 8 – ხელისუფლების დანაწილება
პროგრამის მონაწილეები (სამართლის სკოლის სტუდენტები):