სტუდენტური ოლიმპიადა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში. I ტური – გუნდური ტესტირების შედეგები
შაბათს, 7 (შვიდ) ნოემბერს, სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საკონსტიტუციო სამართალწარმოების სტუდენტური ოლიმპიადის პირველი ტური – გუნდური ტესტირება.
კონკურსში მონაწილეობას იღებდა ოლიპიადაზე დარეგისტრირებული, სამი წევრისაგან შემდგარი, 38 (ოცდათვრამეტი) გუნდი.
ტესტირების საფუძველზე, გუნდური ქულების თანახმად, შეირჩა საუკეთესო შედეგის მქონე 12 (თორმეტი) გუნდი, რომლებიც ასპარეზობას გააგრძელებენ იმიტირებული სასამართლო პროცესის ფორმატში.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ულოცავს გამარჯვებულ გუნდებს და უსურვებს შემდგომ წარმატებას!
შედეგების სანახავად იხილეთ თანდართული დოკუმენტი – სტუდენტური ოლიმპიადა – შედეგები