კონსტიტუციური სამართლის მსოფლიო კონგრესი
მიმდინარე წლის 16-20 ივნისს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, გაიმართა კონსტიტუციური სამართლის რიგით IX მსოფლიო კონგრესი.
ღონისძიებას, რომელიც კონსტიტუციური სამართლის საერთაშორისო ასოციაციის მიერ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება, ესწრებოდა მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 600-მდე დელეგატი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, კონსტიტუციური სამართლის ფორუმზე, წარმოადგენდნენ სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი გიორგი მელაძე და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი კარლო გოდოლაძე.
მათ მიერ, კონგრესის სამუშაო სესიაზე, წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია – საქართველოს პოსტრევოლუციური საკონსტიტუციო რეფორმაციის თაობაზე. აღნიშნული კვლევა გამოქვეყნებულ იქნა მსოფლიო კონსტიტუციური კონგრესის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, მომავალში კვლავაც გააგრძელებს ქართული სამეცნიერო აზრის საერთაშორისო ფორუმებზე პრეზენტირებას.