კონსტიტუციური კვლევების ცენტრის საქმიანობის 2017 წლის ანგარიში
წარმოგიდგენთ სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის წლიურ ანგარიშს 2017 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან აფილირებული საგანმანათლებლო კვლევითი ინსტიტუტია. ცენტრი 2012 წელს დაფუძნდა და დამატებით საგანმანათლებლო შესაძლებლობებს უქმნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს, ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს და ეწევა აკადემიურ/პუბლიცისტურ საქმიანობას. ცდილობს, ყოველწლიურად გაამდიდროს სასწავლო პროცესი სხვადასხვა საინტერესო აქტივობით, რაც სტუდენტებს დაეხმარება, განივითარონ კრიტიკული აზროვნება, შეძლონ მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმებისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების უკეთ შესწავლა-გაანალიზება, შეიძინონ როგორც ცოდნა, ისე პროფესიული საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
წარმოდგენილ ანგარიშში სრულად არის ასახული ცენტრის მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობა, რაც მოიცავს: საგანმანათლებლო პროგრამებს, საჯარო ლექციებს, კვლევებს, ღონისძიებებსა და ამა თუ იმ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის დამატებითი რესურსების შექმნას, მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმების უკეთ შესწავლა-გაანალიზებას.
ცენტრი განაგრძობს აქტიურ საქმიანობას და სასწავლო პროცესის გამდიდრებას ახალი და საინტერესო აქტივობებით.
ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ: კონსტიტუციური კვლევების ცენტრის წლიური ანგარიში – 2017