ინფორმაციის თავისუფლების რეგულირების ახალი ხედვა
7 ნოემბერს, 16:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე:
„ინფორმაციის თავისუფლების რეგულირების ახალი ხედვა“.
მოწვეულნი იყვნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლები – ლევან ავალიშვილი და გიორგი კლდიაშვილი.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი კვლავაც განაგრძობს საჯარო ლექციების ციკლს.