ვეტოს უფლების გამოყენება არაკონსტიტუციურ ცვლილებებს ძალაში ტოვებს
საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა – კანონი მიღებულია, შემდგომი ნაბიჯები
2016 წლის 14 მაისს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის პროექტი მიიღო. კანონის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს როგორც იურისტებმა, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა. ცენტრი უერთდება აღნიშნულ პროტესტს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რეფორმა სერიოზულ პრობლემას უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
აქვე გთავაზობთ კანონის მიღების შემდეგ მოსალოდნელი სამართლებრივი პროცედურებისა და მსვლელობის შესაძლო სცენარს, რომლის რეალურად განხორციელების შემთხვევაშიც, აღნიშნული ცვლილებების წინააღმდეგ მოქმედების რესურსი მნიშნელოვნად შემცირდება.
კვლევაზე მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი: ალიკა კუპრავა
კვლევა იხილეთ აქ: ვეტოს უფლების გამოყენება არაკონსტიტუციურ ცვლილებებს ძალაში ტოვებს