სტუდენტური ოლიმპიადა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში – ნახევარფინალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მიმდინარეობს “სტუდენტური ოლიმპიადა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში”, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები მონაწილეობენ.
ოლიმპიადის მზადება მიმდინარე წლის 3 ნოემბერს დაიწყო. სულ, კონკურსზე რეგისტრაცია 64-მა სტუდენტმა გაიარა და პირველი, შესარჩევი ტურის შემდეგ, ნახევარფინალურ ეტაპზე 12 სტუდენტი გავიდა. სტუდენტები 4 გუნდად განაწილდნენ.
ნახევარფინალზე, 21 იანვარს, ოლიმპიადის ფარგლებში, პირველი პროცესები გაიმართა.
პროცესებს უძღვებოდნენ სამართლის სკოლის პროფესორები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები – გიორგი პაპუაშვილი და კონსტანტინე ვარძელაშვილი.
ნახევარფინალის შედეგად, გამოვლინდა 2 ფინალისტი გუნდი.
ოლიმპიადის ფინალური თამაში 25 იანვარს, 14:00 საათზე, A409 აუდიტორიაში ჩატარდება (ჭავჭავაძის №32).
ფინალური ეტაპის იმიტირებულ პროცესს გაუძღვება სამართლის სკოლის პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე – კონსტანტინე ვარძელაშვილი.
ფინალის დასრულებისას, გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.
ფინალში მონაწილეებისა და გამარჯვებულებისთვის დაწესებულია წამახალისებელი პრიზები.
იმიტირებული პროცესი საჯაროდ ჩატარდება და მსურველთათვის მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი წარმატებებს უსურვებს ფინალისტ გუნდებს!