დისკრიმინაციის დაუშვებლობა
ხუთშაბათს, 1 მაისს, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრმა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე – ”დისკრიმინაციის დაუშვებლობა”.
სიტყვით გამოვიდნენ ევროსაბჭოსა და აშშ-ის იურისტთა ასოციაციის ექსპერტი, გიორგი გიორგაძე, და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი – თამთა მიქელაძე.
დასასრულს მოეწყო დისკუსია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, გააანალიზეს ამ საკითხის ირგვლივ არსებული მდგომარეობა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მადლობას უხდის მოწვეულ სტუმრებს და კვლავაც განაგრძობს მსგავს აქტივობებს.