“კონსტიტუცია და დემოკრატია – სამართალი სკოლაში” პროგრამის მეორე ნაკადის მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება
20 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ “ლიგამუსში” სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის “კონსტიტუცია და დემოკრატია – სამართალი სკოლაში“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა პროგრამის მეორე ნაკადის მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია.
მომხსენებლები იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი – ირაკლი ფორჩხიძე, სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი – გიორგი მელაძე და სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი – გუგა ჩაფიჩაძე.
მონაწილეებს სერტიფიკატები სამართლის სკოლის დეკანმა – ირაკლი ფორჩხიძემ გადასცა.
პროგრამა “კონსტიტუცია და დემოკრატია – სამართალი სკოლაში“ მიზნად ისახავს კონსტიტუციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას – როგორც თბილისსა და მის გარეთ, ასევე რეგიონების საჯარო სკოლებში.
აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა ითვალისწინებს სამართლის სკოლის თანამშრომლებთან, პროფესორებთან და მასწავლებლებთან ერთად, საგაკვეთილო მასალების მომზადებას, განათლების სფეროში მომუშავე ექსპერტებისა და პროფესიონალების დახმარებით და საკითხავი ლიტერატურის მომზადებას, ხოლო პროგრამის მომდევნო ეტაპზე სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საგაკვეთილო პილოტირების პროცესში – წინასწარ შერჩეულ სკოლებში, საქართველოს მასშტაბით.
კონსტიტუციის შესახებ ცოდნის გავრცელება კონსტიტუციური კვლევების ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. აღნიშნული პროგრამა ცენტრის ერთ-ერთი მიმდინარე აქტივობაა; ყოველ სემესტრში დაგეგმილია ახალი საგაკვეთილო პროგრამების მომზადება, ასევე პარტნიორი სკოლების მოძიება პროგრამის პილოტირებისთვის.