პროექტი – ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო ქსელი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი იწყებს პროექტს – „ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო ქსელი“. პროექტის მიზანია ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო ქსელის განვითარება და საზოგადოების ინფორმირების გზით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაცია, აქტიური სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში, გაიმართება საჯარო შეხვედრები და განხილვები, იმიტირებული სასამართლო პროცესები, ასევე ჟურნალისტების წამახალისებელი ღონისძიებები იმ ქალაქებში (ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი, თელავი, რუსთავი, თბილისი), სადაც, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ნაფიც მსაჯულთა სისტემა ამოქმედდა.
პროექტის ფარგლებში, შეირჩევა შვიდი მოხალისე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებიდან.
მოხალისეები იმუშავებენ ზემოთ მითითებულ 7 ქალაქში. ისინი ცენტრის თანამშრომლებს, აღნიშნულ ქალაქებში, ინფორმაციის გავრცელებასა და იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარებაში დაეხმარებიან.
მოხალისეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი (მაქს.: 500 სიტყვა), ცენტრის მეილზე – conlaw@iliauni.edu.ge
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა – 2 აპრილი
პროექტის ფარგლებში დასაქმებული სტუდენტების შრომა ანაზღაურდება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით ზემოაღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე.
გისურვებთ წარმატებებს!