ლუკას პრაკე – ლორდების დაძირვა, სასამართლოს გავსება, მეფის გადაყენება, სამი საკონსტიტუციო სამართლებრივი კრიზისი
ლუკას პრაკე, სამი დიდი საკონსტიტუციო სამართლებრივი კონფლიქტი – გაერთიანებული სამეფო: ლორდთა პალატა თემთა პალატის წინააღმდეგ, 1911 წლის პარლამენტის შესახებ კანონი; შეერთებული შტატები: უზენაესი სასამართლო პრეზიდენტისა და კონგრესის წინააღმდეგ, ახალ კურსთან დაკავშირებული უთანხმოება 1935–1937 წლებში; ბელგია: მეფე პარლამენტის წინააღმდეგ, 1990 წლის კანონი აბორტის ლეგალიზაციის შესახებ – ყველა ზემოხსენებულ შემთხვევაში გამარჯვება დემოკრატიას დარჩა.
წინამდებარე სტატიაში განხილულია კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკმაოდ უჩვეულო წინააღმდეგობები, რომლებიც წინა საუკუნეში გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებსა და ბელგიაში მოხდა. მაგრამ სანამ უშუალოდ ამ თემაზე გადავიდოდე, მინდა მოკლედ გაგაცნოთ, როგორ დაიწყო დაწერილი კონსტიტუციის ხანა მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს… lukas prake