კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ჩართულობა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, 2016-2017 წლები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან აფილირებული საგანმანათლებლო კვლევითი ინსტიტუტია. ცენტრი 2012 წელს დაფუძნდა და მისი საქმიანობის ძირითადი მიზანი კონსტიტუციური უფლებებისა და ინსტიტუტების კვლევაა, რისთვისაც ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს და
ეწევა აკადემიურ/პუბლიცისტურ საქმიანობას. ცენტრი, საკონსტიტუციო კომისიის შექმნის დროიდან, მონიტორინგს უწევდა საკონსტიტუციო რეფორმას. ცენტრის თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საჯარო დისკუსიებში.
წინამდებარე მოკლე ანგარიშის მიზანია, ფართო საზოგადოებას გააცნოს:
ცენტრის საქმიანობა საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით;
ცენტრის პოზიციები სხვადასხვა მნიშვნელოვან ინიციატივაზე;
საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებზე ცენტრის საჯარო დებატებში მონაწილეობის ქრონიკა.
საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებზე ცენტრის საქმიანობა რამდენიმე მიმართულებით იყო ორგანიზებული. ესენია:
საჯარო დისკუსიები;
საკანონმდებლო მუშაობა/ადვოკატირება;
საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
საჯარო დებატებში მონაწილეობა;
ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ: კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ჩართულობა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, 2016-2017 წლები