კონკურსი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერილი პროექტის – „ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო ქსელის“ ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის.
პროექტის მიზანია ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო ქსელის განვითარება და საზოგადოების ინფორმირების გზით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაცია, აქტიური სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა, რის მისაღწევადაც აღნიშნული კონკურსი პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს.
კონკურსი მოიცავს ჟურნალისტებისა და ბლოგერების მიერ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ნაშრომების გამოქვეყნებას, რომელიმე შემდეგი საკითხის შესახებ:
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმის მიმოხილვა
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არსი
- ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართული სასამართლო პროცესების მიმდინარეობის მიმოხილვა
- ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართული კონკრეტული საქმეების მიმოხილვა
- ესსე – მოსაზრებები ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ
აღნიშნული თემატიკის ნაშრომები შეიძლება გამოქვეყნებულ იქნას ანალიტიკური სტატიის, ინფო-გრაფიკის, სიუჟეტის ან ვიდეორგოლის სახით, რომელიც, გამოქვეყნების შემდეგ, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ელექტრონულ მისამართზე: conlaw@iliauni.edu.ge
გამოქვეყნების ვადები მოიცავს 2017 წლის 3 ივლისიდან 2017 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდს.
გამოგზავნილი გამოქვეყნებები შეფასდება მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე.
შეფასებისას ყურადღება მიექცევა იმ პროდუქტს, რომელიც უფრო მეტად კრეატიული იქნება და მაქსიმალური წვდომა ექნება საზოგადოებასთან – იქნება ყველაზე მეტად განხილვადი ხალხში.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომელთგან:
I და II ადგილის გასულებს, თითოეულს გადაეცემა 200$ (ეკვივალენტით ლარში), ხოლო III ადგილზე გასულს – 180$ (ეკვივალენტით ლარში).
გისურვებთ წარმატებებს!