პროექტის ფარგლებში გამართული იმიტირებული პროცესების ანგარიში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს “ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო ქსელი”, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს 7 ქალაქში იმიტირებული სასამართლო პროცესები გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიება პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობა იყო.
იმიტირებული პროცესები საქართველოს იმ ქალაქებში მიმდინარეობდა, სადაც, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა მოქმედებს: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, თელავში, რუსთავსა და თბილისში.
პროცესში მონაწილეობდნენ ჩამოთვლილი ქალაქებიდან შერჩეული სტუდენტები და მოსწავლეები.
იმიტირებულ პროცესებს ორგანიზება გაუწიეს კონსტიტუციური კვლევების ცენტრმა და პროექტში მონაწილე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის 14-მა სტუდენტმა. პროექტის ორგანიზატორებს, ასევე, დიდად დაეხმარნენ აღნიშნული ქალაქების უნივერსიტეტები, სასამართლოები და სკოლები.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი – გიორგი მელაძე იმიტირებულ პროცესებში მოსამართლის სტატუსით მონაწილეობდა.
პროცესები დაიწყო მიმდინარე წლის 26 მაისიდან, ხოლო დასკვნითი ეტაპი თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 30 მაისს გაიმართა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
იმიტირებული პროცესების შედეგად, 7-ვე ქალაქში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომლებიც მიმდინარე წლის 7-10 ივლისს, ბაკურიანში, პროექტით გათვალისწინებულ ზაფხულის სკოლაში მიიღებენ მონაწილეობას – ილიაუნის იმ სტუდენტებთან ერთად, რომლებიც პროექტის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ.
ზაფხულის სკოლას გაუძღვებიან:
გიორგი მელაძე – პროექტის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი;
ნიკოლაი კოვალევი – ვილფრედ ლორიელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
გიორგი მუმლაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც იმიტირებული პროცესების ორგანიზებასა და ჩატარებაში იღებდა მონაწილეობას:
- პროცესების ორგანიზებაში ჩართულ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს:
ვიკა კვარაცხელია ქრისტინე ხვიჩია
ბარბარე მაჭარაშვილიმაია გელაშვილი
ვახტანგ სამადალაშვილივიკა შაყულაშვილი
გიორგი გოგოხია ანა კელაპტრიშვილი
ხატია არსენაშვილიმარიამ ხურცილავა
- პროცესებში მონაწილე ყველა სტუდენტსა და მოსწავლეს.
- გაწეული დახმარებისათვის ცენტრი ასევე მადლობას უხდის:
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს;
– ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, თელავის რაიონულ სასამართლოს, გორის რაიონულ სასამართლოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს;
– რუსთავის მე-4 საჯარო სკოლას, თელავის მე-2 და მე-4 საჯარო სკოლებს;
– თელავის ახალგაზრდულ ცენტრს.
იმიტირებულმა პროცესებმა წარმატებით ჩაიარა და ხალხის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც შეუძლებელი იქნებოდა ყველა ზემოთჩამოთვლილი პირისა და დაწესებულებების მხარდაჭერის გარეშე.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ინსტიტუტია 2004 წლიდან და ჯერჯერობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სრულად არ ამოქმედებულა. აღნიშნული სისტემა არსებითად ცვლის საქართველოში მანამდე არსებულ მართლმსაჯულების პრაქტიკას და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება და საჯარო ინსტიტუტები თანაბრად იყვნენ ინფორმირებულნი ამ ინსტიტუტის ფუნქციონირების პრინციპებსა და წესებზე.
დღეს, საკმაოდ დიდი პრობლემაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ ინფორმაციის არარსებობა, რის გამოც საზოგადოებისთვის ბევრი დეტალი უცნობი რჩება. მიუხედავად დიდი მნიშვნელობისა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე სკოლებში არაფერი ისწავლება და ჯერჯერობით ამ თემას არც უნივერსიტეტებში ეთმობა სათანადო ყურადღება. ამ მხრივ, ქვეყანაში ინფორმაციის აშკარა დეფიციტია.
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ცდილობს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო ქსელის განვითარებას და საზოგადოების ინფორმირების გზით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციას, აქტიური სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას.
„ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო ქსელის“ ფარგლებში ცენტრი კვლავაც აპირებს სხვადასახვა საინტერესო აქტივობის განხორციელებას; პროექტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.
პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდით ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს”.