ანდრაშ შაიო – თავდაცვისუნარიანი დემოკრატიიდან პრევენციულ სახელმწიფომდე?
წინამდებარე სტატიაში გთავაზობთ იმ კონსტიტუციური პარადიგმების განხილვას, რომლებიც კონტრტერორისტული მეთოდებიდან წარმოიშვა და იმ ლიბერალური და არალიბერალური დემოკრატიების მიერ გამოიყენება, რომლებიც საერთაშორისო ისლამური ტერორიზმის სირთულის წინაშე დგანან. უსაფრთხოების ზომები ინტელექტუალურად განსხვავებული მოდელების გარშემო იყრის თავს. უსაფრთხოების ზომების გამოყენება სხვადასხვა მოდელის ფარგლებში განსხვავებულ შედეგებს გვაძლევს შემდეგ სფეროებში: ძალთა გადანაწილება, უფლებათა სპექტრი, ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვების პროცედურები და ხარისხი. არსებულ მოდელებს წარმოგიდგენთ სტატიის პირველ ნაწილში, სადაც ვამტკიცებ, რომ, თუკი ტერორისტული საფრთხე გარდაუვალია, მაშინ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის ინსტრუმენტები და პრევენციის ზომები ერთმანეთს შეერწყმება და წარმოშობს კონსტიტუციური წყობის ახალ ფორმას – კონტრტერორისტულ სახელმწიფოს… shaio2