ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამოცდილება საქართველოში
22 ნოემბერს, 13:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია, თემაზე: „ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამოცდილება საქართველოში“.
მომხსენებლები იყვნენ:
- დეა ცარციძე – დამოუკიდებელი მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
- გვანცა ბესელია – საჯარო სამსახურის ბიურო, მოწვეული სპეციალისტი.
ლექციას მოდერირებას უწევდა კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი – გიორგი მელაძე.