კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

12020059_1531448210500218_4418833365904828024_n

სტაჟირება კონსტიტუციური კვლევების ცენტრში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი აცხადებს 1 თვიან არაანაზღაურებად სტაჟირებას სამართლის კომპლექსური კვლევის პროექტზე სამუშაოდ.

პროექტის სახელწოდებაა “საქართველოს კანონმდებლობის მოკლე გზამკვლევი”.

სტაჟირება ცხადდება საჯარო და კერძო სამართლის მიმართულებებით დაინტერესებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მე-3, მე-4 კურსისა და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტთათვის, რომელთაც გააჩნიათ მაღალი აკადემიური მოსწრება და კარგად ფლობენ ინგლისურ ენას.

სულ სტაჟირებას გაივლის 4 სტუდენტი, რომლებიც, პროექტის ფარგლებში, კანონმდებლობის კვლევაზე უშუალოდ ცენტრის დირექტორ – გიორგი მელაძესთან ერთად იმუშავებენ.

დაინტერესებულ სტუდენტებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდით კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ელექტრონულ მისამართზე conlaw@iliauni.edu.ge  და გამოგვიგზავნოთ თქვენი სწავლების მანძილზე სავალდებულო კურსებისა და ასევე ინგლისური ენის კურსების შეფასებები ქულობრივად, ასევე, არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მომართვის ბოლო ვადაა 2018 წლის 5 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებებს!