ილიაუნის სტუდენტების წარმოდგენა საქართველოს კონსტიტუციაზე – კვლევის შედეგების პრეზენტაცია
სამშაბათს, 14 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D 510 აუდიტორიაში, გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური კვლევის ლაბორატორიისა და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ ერთობლივად განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია – “ილიაუნის სტუდენტების წარმოდგენა საქართველოს კონსტიტუციაზე”.
აღნიშნულ პრეზენტაციაზე, მომხსენებელი იქნება სოციალური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი – ანა ჟვანია.
ადგილმდებარეობა: აუდიტორია D 510 (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის №32)
დრო: 12:00 სთ.
დასწრება თავისუფალია.