მოსაწვევი კონფერენციაზე „ნაფიცი მსაჯულების სასამართლო რეფორმა საქართველოში“
პატივცემულო ქალბატონო/ბატონო
გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრის შემაჯამებელ კონფერენციაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, პირველი ნაბიჯები, პირველი გამოწვევები“ 2021 წლის 30 ნოემბერს, 11:00-დან 12:30 სთ-მდე.
შემაჯამებელი კონფერენცია იმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2017 წელს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. ღონისძიება გაიმართება Zoom-ის მეშვეობით.
კონფერენციის დღის წესრიგი:
მომხსენებლები:
- გიორგი მელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- ნიკოლაი კოვალევი – კანადის ვილფრედ ლორიელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პროექტის ხელმძღვანელი;
- ანა ჟვანია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური კვლევების ლაბორატორიის დირექტორი, პროექტის მკვლევარი;
- ანა ებანოიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი;
- დისკუსია– 30 წუთი.
კონფერენციას შეგიძლიათ დაესწროთ ამ ბმულით: https://us02web.zoom.us/j/83467302719#success