მარკ ტაშნეტი, შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები (თარგმანი)
2016 წლის 21 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ჰარვარდის პროფესორის, მარკ ტაშნეტის წიგნის – „შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საწყისები“ – ქართული თარგმანის პრეზენტაცია.
წიგნს თარგმნაზე რეკომენდაცია გაუწია კონსტიტუციური კვლევების ცენტრმა, ხოლო თარგმანი უზრუნველყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ.
წიგნში საუბარია შედარებითი კონსტიტუციური სამართლის ისტორიასა და ფარგლებზე, კონსტიტუციის შექმნის პროცესსა და საბაზისო პრინციპებზე, კონსტიტუციური კონტროლის ფორმებზე, ადამიანის უფლებებსა და ხელისუფლების სტრუქტურაზე, კონსტიტუციონალიზმის ფორმებზე და სხვ. წიგნში თავმოყრილია ძირითადი მოსაზრებები კონსტიტუციური მოწყობისა და შედარებითი კონსტიტუციონალიზმის
პრობლემებზე.
წიგნის პრეზენტაციას უძღვებოდა:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი – გიორგი პაპუაშვილი.
თარგმანის სამეცნიერო რედაქტორი – გიორგი მელაძე (კონსტიტუციური კვლევების ცენტრი);
მთარგმნელი – ვანო გოგელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.