კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

მოსაწვევი კონფერენციაზე „ნაფიცი მსაჯულების სასამართლო რეფორმა საქართველოში“

პატივცემულო ქალბატონო/ბატონო

გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრის შემაჯამებელ კონფერენციაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, პირველი ნაბიჯები, პირველი გამოწვევები“ 2021 წლის 30 ნოემბერს, 11:00-დან 12:30 სთ-მდე.

შემაჯამებელი კონფერენცია იმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2017 წელს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. ღონისძიება გაიმართება Zoom-ის მეშვეობით.

კონფერენციის დღის წესრიგი:

მომხსენებლები:

  • გიორგი მელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • ნიკოლაი კოვალევი – კანადის ვილფრედ ლორიელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პროექტის ხელმძღვანელი;
  • ანა ჟვანია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური კვლევების ლაბორატორიის დირექტორი, პროექტის მკვლევარი;
  • ანა ებანოიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი;
  • დისკუსია– 30 წუთი.

კონფერენციას შეგიძლიათ დაესწროთ ამ ბმულით: https://us02web.zoom.us/j/83467302719#success