ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა – კანონმდებლობის მიმოხილვა
წინამდებარე წერილები მომზადდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომ-
ლობის საზოგადოების (GIZ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების
პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „ადგილობრივი თვითმმართვე-
ლობის რეფორმა – გამოსავლის ძიება რუხი ზონიდან“ – ფარგლებში. შევეცა-
დეთ, პროექტის სათაურს ეთქვა მთავარი სათქმელი, რომლის შესახებაც ადგი-
ლობრივი მმართველობის რეფორმით დაინტერესებული აქტივისტები წლებია
ლაპარაკობენ.
ადგილობრივი მმართველობის რეფორმა ქართული დემოკრატიის „სიზიფეს
ლოდია“. სამოქალაქო ომი, ეკონომიკური კრიზისი, ორგანიზებული კრიმინალი,
კორუფცია, უსახელმწიფოებრიობა – ყველაფერი ერთად იყრის თავს, როცა
თითმმართველობის რეფორმაზე იწყება ლაპარაკი. არაერთი კვლევა მიგვითი-
თებს თვითმმართველობებში არსებულ ნეპოტიზმზე, საჯარო სახსრების არა-
ეფექტურ მართვაზე, კორუფციაზე.
თვითმმართველობის ანალიზი სახელმწიფო სისტემის სხვა შემადგენელი
ნაწილების გარეშე არ იქნება ეფექტური და სისტემის ნაკლოვანებები ერთიან
კონტექსტში უნდა იყოს დანახული. ამიტომ ვცადეთ, ერთმანეთთან დაგვეკავ-
შირებინა საერთაშორისო სტანდარტები, ადგილობრივი წესრიგი და კონსტი-
ტუციის შექმნის პროცესი.
კონსტიტუციაში სპეციალური თავის მიძღვნა თვითმმართველობისთვის პო-
ზიტიურ ნაბიჯად იყო აღქმული, თუმცა შინაარსზე შეთანხმების პროცესმა ეს
ენთუზიაზმი გააქრო და საბოლოოდ მივიღეთ მოდელი, რომელსაც უფრო მეტი
აკრიტიკებს, ვიდრე იწონებს.
კონსტიტუციური რეგულირება პრინციპების დეკლარირებად უფრო იქცა,
ვიდრე თვითმმართველობის ეფექტური მოდელის მხარდამჭერ სვეტად. ამ პრო-
ცესშიც კარგად გამოჩნდა, რომ ცენტრალიზებული სახელმწიფო აპარატი კვლა-
ვაც უარს ამბობს საბჭოთა ტრადიციის დათმობაზე და ადგილობრივი მმართ-
ველობის გაძლიერებაზე. ამჯერად, კონსტიტუციითაა უკვე დაცული status quo
და შემდგომი რეფორმის განხორციელება ამ ჩარჩოს მიხედვით გაგრძელდება.
მკვლევრებმა გააანალიზეს კონსტიტუციური ტექსტის შესაძლებლობები,
მაგრამ ჩვენი კვლევა გასცდა ტექსტის ჩარჩოს და ვცადეთ, უფრო კომპლექსუ-
რად წარმოგვედგინა თვითმმართველობის მარეგულირებელი სტანდარტები,
ერთობლიობაში გაგვეანალიზებინა კონსტიტუციის ტექსტი და საკონსტიტუციო
სასამართლოს პრაქტიკა: https://conlaw.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/adgilobrivi-thvithmarthvelobis-rephorma-kanonmdeblobis-mimokhilva.pdf