კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

IMG_4081

ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრი სტუდენტებისთვის – 2023

11 ივნისსს გაიმართა ფინალური ტური და ამით დასრულდა ტრადიციად ქცეული “ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრი სტუდენტებისთვის – 2023” და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. 

პირველ ადგილზე გავიდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მანანა გაჩეჩილაძე და ბიჭიკო დეკანოია; 

მეორე ადგილზე გავიდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მერი გიუნაშვილი, ნანა გლუნჩაძე და ლიზი ლაზარიაშვილი; 

მესამე ადგილზე გავიდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გვანცა კერესელიძე, მარიამ ბუჩაშვილი და ნინო ლომიაშვილი; 

შეჯიბრის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა მსაჯების უნაგარო დახმარების  გარეშე და დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ. 

ნახევარფინალში მსაჯები იყვნენ იურისტები: მარიამ ჯიქია, მარიამ პატარიძე, ინგა ბერიძე, ეკატერინე გეწაძე, გიორგი გიორგაძე და კონსტანტინე ჩოკორაია. 

ფინალში მსაჯები იყვნენ იურისტები: თამარ ხუბულური, ანა ხურციძე და ირაკლი კორძაია. 

ფინალში გადასულ გუნდებს გადაეცათ ფულადი და სიმბოლური საჩუქრები. შემდეგი შეჯიბრი ჩატარდება ორი წლის შემდეგ, 2025 წელს